"პირველი"
24.10.2011
ვენეციის კომისიის ექსპერტებს თბილისში ხვალისთვის ელოდებიან.
ამის შესახებ "პირWელს" უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა განუცხადა, თუმცა დამატებითი განმარტებებისგან თავი შეიკავა.
"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის განმარტებით კი, ვენეციის კომისიის წარმომადგენლები უკვე 26 ოქტომბერს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
მისივე განცხადებით, ვენეციის კომისიის ექსპერტები ოპოზიციას ცალკე შეხვდებიან და საარჩევნო კოდექსზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფთან ცალკე შეხვედრას გამართავენ.
"საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას ჯერ-ჯერობით არ ველით. ამ ეტაპზე ისინი მხარეთა პოზიციებს მოისმენენ, შეკითხვებს დასვამენ, საბოლოო დასკვნა კი სავარაუდოდ, ნოემბრის თვეში გამოქვეყნდება", - განუცხადა "პირWელს" ვეფხვაძემ.
იხილეთ დედანი