www.ick.ge
1.10.2011

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, თელავში, თეატრის შენობაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შეხვდა. შეხვედრაზე მხოლოდ ის ადამიანები შეუშვეს, რომლებიც წინასწარ შედგენილ სიაში იყვნენ შეყვანილები.
შეხვედრაზე ძირითადად საბიუჯეტო ორგანიზაციების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომლები იმყოფებიან. შეხვედრას ესწრება კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილიც.
საჯარო მოხელეების განცხადებით, დღეს არასამუშაო დღეა და შეხვედრაზე მისვლით მათ საარჩევნო კოდექსი არ დაურღვევიათ.
ბაქრაძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, არჩევანი ნაციონალურ მოძრაობაზე გააკეთონ, რადგან მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბევრი გააკეთეს და კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი.
შუალედური საპარლამენტო არჩევნები თელავში ხვალ უნდა გაიმართოს.

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.