"ინტერპრესნიუსი"
24.10.2011
არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა "რესპუბლიკური პარტიისა" და ბიძინა ივანიშვილის ერთობლივი ამოცანა იქნება , - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა დღეს, ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ შევეხეთ მომავალი თანამშრომლობის საკითხებს. ყველა საკითხში და ყველა ხედვაში პრაქტიკულად სრულად თანხვედრაა. ყველა კითხვა ამოვწურეთ წარსულთან დაკავშირებით და გვაქვს საერთო აზრები და პოზიციები", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. მისივე განცხადებით, მომავალი თანამშრომლობის ფორმები უმოკლეს ვადაში ჩამოყალიბდება.
იხილეთ დედანი