"ინტერპრესნიუსი"
1.10.2011

თელავის შუალედურ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, "ქრისტიან-დემოკრატებმა" ქალაქის ცენტრში დრაფტ-შოუ გამართეს. 
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ქდმ-დან აცნობეს, სანახაობაში ადგილობრივი ავტომრბოლელები მონაწილეობდნენ. შოუ ინგა გრიგოლიას მიყავდა, ჟიურის შემადგენლობაში კი გიორგი ახვლედიანი, ლევან ვეფხვაძე და მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკო ლაშხი იყვნენ.
"როგორც მითხრეს, ასეთი ღონისძიება თელავში პირველად იმართება და აქედან გამომდინარე, სულაც არ გვიკვირს ის დიდი ინტერესი, რაც თელაველებმა გამოიჩინეს. მინდა დავპირდე ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომ ჩვენი წინასაარჩევნო აქტივობა პერიოდულად მომავალშიც გაგრძელდება და თელავს სიურპრიზებით კვლავაც გავანებივრებთ", - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.



იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.