"ინტერპრესნიუსი"
28.11.2011

"ქართული დასის" ლიდერმა, ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურიამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე საყოველთაო საჯარო განხილვის კომისია დატოვა. 
ამის შესახებ ბაღათურიამ დღეს, კომისიის თავმჯდომარის, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელ პავლე კუბლაშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრისას განაცხადა და დარბაზიდან გავიდა.
ბაღათურიამ თავდაპირველად ის ფაქტი გააპროტესტა, რომ შეხვედრას კომისიის 30-კაციანი შემადგენლობიდან მხოლოდ თავად და კუბლაშვილი ესწრებოდნენ. ეს ფაქტი ბაღათურიამ კომისიის წევრების უპასუხისმგებლობად შეაფასა. ამის შემდეგ კი საკონსტიტუციო ცვლილება გააკრიტიკა.
მისი თქმით, 8 წელი გავიდა 2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ და თუ ამ მოწვევის პარლამენტის შემადგენლობა, ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებით არის დაკომპლექტებული, გამოდის, რომ პარლამენტიც უკანონოა და მის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილებაც. ~ჩემი მუშაობის გაგრძელება ამ კომისიაში უადგილოა", – განაცხადა ბაღათურიამ და დასძინა, რომ ის კომისიას ემიჯნება და ტოვებს მას.
ჯონდი ბაღათურიას მიერ დარბაზის დატოვების შემდეგ, შეხვედრას უმრავლესობის წევრებიც შეუერთდნენ, მაგრამ შეხვედრა მათაც რამდენიმე წუთში დატოვეს. 
დღევანდელი შეხვედრა საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე შედგა, რომლითაც დეპუტატების რაოდენობა 150-დან 190-მდე უნდა გაიზარდოს. აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე საყოველთაო-საჯარო განხილვის კომისია უკვე შეიქმნა. 


იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.