"ინტერპრესნიუსი"
28.11.2011
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი მზად არის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან განიხილოს ის მექნიზმი, რომლითაც დეპუტატების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო გადაწყვეტილების გასაჩივრება იქნება შესაძლებელი .
ამის თაობაზე პავლე კუბლაშვილმა დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრისას განაცხადა, რომელზეც დეპუტატების 150-დან 190-მდე გაზრდის საკონსტიტუციო ცვლილების პროექტზე შედგა დისკუსია. საკითხი "ახალგაზრდა იურისტების" წარმომადგენელმა თათული თოდუამ დასვა და აღნიშნა, რომ არსებული კანონმდებლობით შეუძლებელია გასაჩივრდეს დეპუტატების 150-დან 190-მდე გაზრდის გადაწყვეტილება. მისი თქმით, შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს დეპუტატთა 1/5-მა, პრეზიდენტმა თუ მთავრობამ იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხი კონსტიტუციასთან შეუსაბამობას და/ან კონსტიტუციის მეორე თავს – ადამიანის უფლებების დაცვის თავს ეხება.
დეპუტატების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით კი ცვლილება მეოთხე თავში შედის და, შესაბამისად, არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც თუ პარლამენტი ამ ცვლილებას დაამტკიცებს, მისი გასაჩივრება შესაძლებელი იქნება.
პავლე კუბლაშვილმა კი, "ახალგაზრდა იურისტებს" მოუწოდა, ამასთან დაკავშირებით მათი წინადადებები წარმოადგინონ და მზადყოფნა გამოთქვა, რომ ამ საკითხზე მათთან ერთად იმსჯელოს.
დეპუტატების რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტში რამდენიმე კვირის წინ შევიდა და მასზე უკვე შექმნილია საჯარო-საყოველთაო განხილვის კომისია. კონსტიტუციაში ცვლილების განხილვა კი, სავარაუდოდ, 20 დეკემბრიდან უნდა დაიწყოს. არ არის გამორიცხული, საყოველთაო-საჯარო განხილვის კომისიის მუშაობის დასრულებამდე გადაწყვეტილება კვლავ 150 დეპუტატზე შეჯერდეს.
იხილეთ დედანი