"ინტერპრესნიუსი"
27.11.2011

დეპუტატების რაოდენობასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე ხვალ, პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციებთან დისკუსია გაიმართება. 
საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საჯარო კონსულტაციების პროცესს, ეროვნულ დემოკრატიული ინტიტუტის (NDI) არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ბიურო და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) იწყებს.
აღნიშნული ორგანიზაციების ინიციტივით, პირველი ასეთი შეხვედრა პარლამენტში ხვალ, არასამთავრობო სექტორთან გაიმართება. შეხვედრაზე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი არასამთავრობოებს საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს წარუდგენს და ცვლილების შემუშავების პოლიტიკურ პროცესს გააცნობს. შეხვედრას ოპოზიცონერი დეპუტატებიც დაესწრებიან. 
საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის თანახმად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტის წევრთა რაოდენობა 150-დან 190–მდე იზრდება.


იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.