დეპუტატების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ხვალ საქართველოს პარლამენტში დაგეგმილ დისკუსიას კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ დაესწრება. მასში კოალიციის ორი წევრი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ირაკლი მელაშვილი და სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი კოტე კანდელაკი მიიღებს მონაწილეობას.
შეხვედრა ეროვნულ დემოკრატიული ინტიტუტის (NDI) არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ბიუროსა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ინიცირებით იმართება.