"ინტერპრესნიუსი"
28.11.2011
კოალიცია "არჩევნის თავისუფლებისთვის" თბილისის მერს, გიგი უგულავას პრესის ჯიხურების საკითხით დაინტერესებულ პირებთან შეხვედრას ურჩევს.
როგორც კოალიციის წარმომადგენლებმა ია მამალაძემ, მაგდა პოპიაშვილმა და ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, დედაქალაქის მერმა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა განმარტებები უნდა გააკეთონ, თუ რატომ გახდა პრესის ჯიხურების აღება აუცილებელი.
"აუცილებელია, ქალაქის მთავრობამ აუხსნას საზოგადოებას, რატომ მოხდა, რომ აუქციონი გამოაცხადეს მაინცადამაინც იმ ადგილებზე, სადაც პრესის ჯიხურებია განთავსებული. მერმა და მერიის წარმომადგენლებმა მიღებული გადაწყვეტილების მართებულობაში უნდა დაგვარწმუნონ", - აღნიშნა ია მამალაძემ.
ამასთან, კოალიციის მოთხოვნაა, საკითხის გარკვევამდე ყოველგვარი აუქციონი შეჩერდეს და განახლდეს მხოლოდ მაშინ, როცა პრესის გავრცელების მყარი გარანტიები შეიქმნება.
"პრესის ჯიხურების აღების გადაწყვეტილების მიღებისას, მერიას არ უნდა ამოძრავებდეს მხოლოდ მერკანტილური მიზანი, რომ მიიღოს მეტი ფული. აქ სხვა მიზანიც დევს – ეს პირდაპირ ანგრევს მედიაგარემოს. თუ მოქალაქეები პრესას ვერ მიიღებენ, ისინი ინფორმაციის გარეშე დარჩებიან და, ბუნებრივია, ღირსეული არჩევანის გაკეთება გაუჭირდებათ", - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.
გარდა ამისა, კოალიცია საქართველოს პარლამენტსაც მიმართავს და მოუწოდებს, დროულად დაიწყოს მედიაექსპერტების მიერ მომზადებული და საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული კანონპროექტის განხილვა, რომლებიც ამ და სხვა ბევრი საკითხის მოგვარების მექანიზმებს სთავაზობს ხელისუფლებას.
კოალიციის მიმართვის ობიექტები სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნესსექტორიც არიან. "არჩევნის თავისუფლებისთვის" წარმომადგენლები მოქალაქეებს ახალი სავაჭრო ჯიხურების ბოიკოტირებისკენ, ბიზნესმენებს კი აუქციონში მონაწილეობაზე უარისკენ მოუწოდებენ.
"მერიის ე.წ. 1000 ჯიხურის აუქციონებში მონაწილეობის მსურველ პირებს მოვუწოდებთ: გამოიჩინონ მოქალაქეობრივი და საზოგადოებრივი პოზიცია და არ მიიღონ აუქციონებში მონაწილეობა იმ ადგილებზე, სადაც ამჟამად ან მიმდინარე წლის 25 ნოემბრამდე იდგა პრესის გავრცელების ჯიხურები. ასეთი თბილისში სულ 150 ადგილია. გარდა ამისა, ვიტოვებთ უფლებას, ვთხოვოთ მოქალაქეებსაც, ბოიკოტი გამოუცხადონ ახალ სავაჭრო ჯიხურებს, რომლებშიც შაურმა, კარტოფილი და სხვა პროდუქტები შეიძლება გაიყიდონ, არ შეიძინონ ისინი", - განაცხადა კოალიციის წარმომადგენელმა მაგდა პოპიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ კოალიცია "არჩევნის თავისუფლებისთვის" პრესის ჯიხურების აღების საპროტესტოდ მერიასთან ხვალისთვის დაგეგმილ აქციასაც შეუერთდება.
იხილეთ დედანი