"ინტერპრესნიუსი"
28.11.2011

კოალიციამ "არჩევნის თავისუფლებისთვის" პრესის გავრცელების ჯიხურებთან დაკავშირებით დღეს მიმართვა გაავრცელა, რომელის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ: 
"მერიის ე.წ. 1000 ჯიხურის აუქციონებში მონაწილეობის მსურველ პირებს მოვუწოდებთ: გამოიჩინეთ მოქალაქეობრივი და საზოგადოებრივი პოზიცია და არ მიიღოთ მონაწილეობა აუქციონებში იმ ადგილებზე, სადაც ამჟამად დგას ან 25 ნეომბრამდე იდგა პრესის გავრცელების ჯიხურები. ასეთი სულ 150-მდე ადგილია თბილისში. თქვენი შეგნებული პოზიცია საშუალებას მისცემს იმ პირებს, რომლებიც მრავალი წელია, პრესას ავრცელებენ, მიიღონ მონაწილეობა გამოცხადებულ აუქციონებში და შეინარჩუნონ იგივე ადგილები, სადაც ამჟამად მუშაობენ. ამით თქვენ მხარს დაუჭერთ თავისუფალ პრესას!
აქვე, ვთხოვთ პრესის წარმომადგენლებს, ინფორმაცია, თუ რომელი ლოტი ემთხვევა არსებულ საგაზეთო ჯიხურებს, საკუთარ გამოცემებში გამოაქვეყნონ.
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ზოგიერთმა სახელისუფლო ბიზნესმენმა შესაძლოა, მაინც მიიღოს მონაწილეობა აუქციონებში ზემოთ აღნიშნული ადგილებისთვის ფიზიკური ან იურიდიული პირების სახელით. ამ შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ, ვთხოვოთ საზოგადოებას, რომ იმ კომპანიებს (და მათ პროდუქციას), რომლებიც თავისუფალი სიტყვის ჩახშობაში ხელისუფლებასთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას, სხვადასხვა სახის პროტესტი გამოუცხადოს!
თავისუფალი პრესის მხარდაჭერა ჩვენი უფლების დაცვაცაა – დაუბროკლებლად და შეზღუდვის გარეშე მივიღოთ ინფორმაცია! ჩვენ საზოგადოება ვართ! ჩვენ ვიცავთ ჩვენს უფლებებს!",-ნათქვამია კოალიციის მიმართვაში. 


იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.