დღეს, 12 დეკემბერს, 16:00 საათზე სახალხო დამცველის ოფისში
(ნინო რამიშვილის ქ. 6)
კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ საქართველოს სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს შეხვდება.

შეხვედრაზე კოალიციის წევრები სახალხო დამცველს დეტალურად გააცნობენ თბილისის მერიის მიერ წამოწყებული პროექტის - „1000 ჯიხურის“ შედეგად პრესის წინაშე წამოჭრილ პრობლემებსა და ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს.

კოალიციის წევრები, აგრეთვე, საქმის კურსში ჩააყენებენ სახალხო დამცველს, თუ კონკრეტულად რა მიმართულებით აპირებენ საკუთარი საქმიანობის წარმართვას და როგორ აპირებენ ომბუდსმენის ოფისთან თანამშრომლობას.

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ 2011 წლის 17 ნოემბერს დაფუძნდა. კოალიციის წევრები არიან: ირაკლი მელაშვილი  - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში; ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი; კოტე კანდელაკი - სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი;  უჩა ნანუაშვილი - ადამიანის უფლებათა ცენტრი; ია მამალაძე - საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი; გიორგი ხუციშვილი - კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების  საერთაშორისო კვლევითი ცენტრი; დავით ნარმანია - კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი; მაგდა პოპიაშვილი  - საქართველოს მედია კლუბი; დავით ლოსაბერიძე  - ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი; მურმან პატარაია - სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი.

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.