ხვალ, 21 დეკემბერს 11 საათზე
კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის ოფისში
კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“
გამართავს კოალიციის მიერ შემუშავებული „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტის პრეზენტაციას.

კოალიციის მიერ შემუშავებული ინიციატივათა პაკეტი ითვალისწინებს „საარჩევნო კოდექსში“ ისეთი ცვლილებების შეტანას, რაც უზრუნველყოფს არჩევნების გაყალბების თავიდან აცილების ქმედით მექანიზმებს.

ინიციატივა, აგრეთვე, ეხება საარჩევნო ადმინისტრაციების საქმიანობის გამჭვირვალობას. კოალიციის მიერ შემუშავებული წინადადებები ხელს შეუწყობს საუბნო, საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიების გამჭვირვალობას და მოქალაქეთა მაქსიმალურ ინფორმირებას მათი საქმიანობის შესახებ.

„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პაკეტს კოალიციის სახელით ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ირაკლი მელაშვილი და სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი კოტე კანდელაკი წარადგენენ. პრეზენტაციას დაესწრებიან კოალიციის სხვა წევრებიც.

პრეზენტაცია გაიმართება შემდეგ მისამართზე: თბილისი, აბაშიძის ქ. 43, I სართული (აბაშიძისა და კავსაძის კვეთაზე, შესასვლელი კავსაძის ქუჩის მხრიდან).

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ 2011 წლის 17 ნოემბერს დაფუძნდა. კოალიციის წევრები არიან: ირაკლი მელაშვილი  - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში; ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი; კოტე კანდელაკი - სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი;  უჩა ნანუაშვილი - ადამიანის უფლებათა ცენტრი; ია მამალაძე - საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი; გიორგი ხუციშვილი - კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების  საერთაშორისო კვლევითი ცენტრი; დავით ნარმანია - კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი; მაგდა პოპიაშვილი  - საქართველოს მედია კლუბი; დავით ლოსაბერიძე  - ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი; მურმან პატარაია - სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი.

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.