"პირველი"
5.12.2011

არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენლის ნანა კაკაბაძის განცხადებით, “იმ ოპოზიციონერი ძალების წარმომადგენლებმა, რომლებმაც პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდის საკითხს დაუჭირეს მხარი და შესაბამის საკონსტიტუციო ინიციატივაზე მოაწერეს ხელი, უნდა იცოდნენ, რომ კანონის და ხალხის აზრისა და ნების საწინააღმდეგოდ წავიდნენ".

არასამთავრობო ორგანიზაციების მონალაწილეობით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. შეხვედრა ამჯერად ფრაქციის "ერთობა სამართლიანობისთვის" ინიციატივით იმართება.

ნანა კაკაბაძემ 2003 წლის 2 ნოემბრის რეფერენდუმის პერიპეტიები გაიხსენა და აღნიშნა, რომ "პარლამენტის წევრთა რაოდენობის შემცირების საკითხი იმთავითვე სადავო იყო".

როგორც კაკაბაძემ აღნიშნა, "მაშინ რეფერენდუმის ჩატარების წინააღმდეგი "თავისუფლების ინსტიტუტი" და  მისი ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია იყვნენ, ასევე ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

"იმ დროისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციტივით, 250 ათასზე მეტი ხემოწერა შეგროვდა, რის საფუძველზეც შევარდნაძემ რეფერენდუმის დანიშნვის გადაწყვეტილება მიიღო. პარლამეტის წევრთა რაოდენობის 150 დეპუტატამდე შემცირებას მხარი ამომრჩეველთა 83,5 პროცენტმა დაუჭირა. რეფერენდუმის სწორად და ობიექტურად ჩატარების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა და არცერთ ინსტანციაში არანაირი ტიპის სარჩელი არ შესულა, არ გამხდარა სადავო არცერთი ბიულეტენი და თავად საერთაშორისო ორგანიზაციებმაც საკუთარ დასკვნებში დაადასტურეს, რომ რეფერენდუმი ობიექტიურად და სწორად ჩატარდა", - განაცხადა კაკაბაძემ და იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც 2003 წლის 2 ნოემბრის რეფერენდუმის კანონიერების საკითხს ეჭვქვეშ აყენებენ, მოუწოდა, "განმარტონ და დაასაბუთონ, კონკრეტულად რომელი კანონი დაირღვა ამ რეფერენდუმით".

"თუ კი 2003 წლის რეფერენდუმის შედეგები გადაიხედება, ეს მხოლოდ რეფერენდუმითვე უნდა მოხდეს", - ასეთია კაკაბაძის და ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიცია, რომლებიც ამ დროისთვის პარლამენტში არიან მიწვეული.


იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.