საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე ერთ წელზე ნაკლები რჩება. ზედემეტია იმაზე საუბარი, თუ ქართული სახელმწიფოს განვითარებისთვის რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ არევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარებას, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს ხელისუფლების ცვლის ცივილიზებული მეთოდი. თავისუფალი არჩევნის გაკეთება შეუძლია მხოლოდ ინფორმირებულ ამომრჩეველს, რომელსაც აქვს საშუალება, შეაფასოს პოლიტიკურ პარტიათა შეხედულებები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე. ქართულ რეალობაში ხშირად ეს შეუძლებელია რამდენიმე მიზეზის გამო: 

  • საერთო ეროვნულ არხებზე ძალიან ცოტაა დებატები, სადაც პოლიტიკოსები არა მონოლოგის რეჟიმში, არამედ ოპონენტთან კამათში ღიად და საჯაროდ დაამტკიცებენ საკუთარი პოზიციის მართებულობას;
  • საქართველოში დამკვიდრებული დებატების პრაქტიკით, როგორც წესი, მასში მონაწილე პოლიტიკოსები ერთდროულად მსჯელობენ მრავალ საკითხზე. ასეთი ფორმატი არ აძლევს მათ შესაძლებლობას, კვალიფიციურად ჩამოაყალიბონ საკუთარი პოზიცია ამა თუ იმ თემაზე, ხოლო საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება,მიიღოს საკმარისი ინფომაცია მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე;
  • როგორც წესი, დებატები ეწყობა მხოლოდ ორთვიან პერიოდში - წინასაარჩევნო კამპანიის დროს.  დროის სიმცირისა და გადაცემების შეზღუდული რაოდენობის გამო ამომრჩევლებს არ აქვთ საშუალება, მიიღონ საკმარისი ინფორმაცია არჩევნებში მონაწილე პარტიების პროგრამების თაობაზე.

მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ამომრჩევლის ინფორმირებულობის საკითხის გადაწყვეტაა. საპარლამენტო არჩევნებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესედან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია, საზოგადოებრივ მაუწყებელზე  უახლოეს მომავალში განახლდეს თემატური პოლიტიკური დებატები პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით, რომელიც მთელი მომავალი საარჩევნო წლის განმავლობაში რეგულარულად გავა ეთერში. 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ასეთი გადაცემა 2 თვის განმავლობაში გადიოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში და იგი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მოგმართავთ საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს და ტელევიზიის გენერალურ დირექტორს, განიხილოთ თემატური პოლიტიკური დებატების განახლების საკითხი. ჩვენი მხრივ, მზად ვართ, გავმართოთ თქვენთან კონსულტაციები და გაგაცნოთ ჩვენი მოსაზრებები. 

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.