ხვალ, 6 დეკემბერს, 12:00 საათზე
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში
კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წევრები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ზურაბ ხარატიშვილს შეხვდებიან.

კოალიციის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: ირაკლი მელაშვილი, კოტე კანდელაკი, ია მამალაძე, გოგი ხუციშვილი და მურმან პატარაია.

კოალიცია ცესკოს წარუდგენს კონკრეტულ ინიციატივებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის გამჭვირვალობასა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებთან დაკავშირებით.

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ 2011 წლის 17 ნოემბერს შეიქმნა. კოალიციის წევრები არიან: ირაკლი მელაშვილი  - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში; ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი; კოტე კანდელაკი - სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი;  უჩა ნანუაშვილი - ადამიანის უფლებათა ცენტრი; ია მამალაძე - საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი; გიორგი ხუციშვილი - კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების  საერთაშორისო კვლევითი ცენტრი; დავით ნარმანია - კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი; მაგდა პოპიაშვილი  - საქართველოს მედია კლუბი; დავით ლოსაბერიძე  - ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი; მურმან პატარაია - სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი.

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.