დღეს, 5 დეკემბერს კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან, გიორგი ჭანტურიასთან გამართავს შეხვედრას.

„იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წელი საარჩევნო წელია, ვფიქრობთ, ტელევიზიებს და, მით უფრო, საზოგადოებრივ მაუწყებელს მნიშვნელოვანი საქმიანობის გაწევა მოუწევთ, რათა საზოგადოებამ მიიღოს სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია პოლიტიკური და საარჩევნო ცხოვრების შესახებ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადებები, რომელსაც დღევანდელ შეხვედრაზე წარვუდგენთ საზმაუწყებლის გენერალურ დირექტორს და იმედი გვაქვს, რომ ამ შეთავაზებებს საზმაუწყებელი გაითვალისწინებს“, - აცხადებს კოალიციის ერთ-ერთი წევრი, მაგდა პოპიაშვილი.

საზოგადოებირივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან შეხვედრა დღეს 17 საათზე საზმაუწყებლის შენობაში გაიმართება.

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ 2011 წლის 17 ნოემბერს შეიქმნა. კოალიციის წევრები არიან: ირაკლი მელაშვილი  - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში; ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი; კოტე კანდელაკი - სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი;  უჩა ნანუაშვილი - ადამიანის უფლებათა ცენტრი; ია მამალაძე - საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი; გიორგი ხუციშვილი - კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების  საერთაშორისო კვლევითი ცენტრი; დავით ნარმანია - კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი; მაგდა პოპიაშვილი  - საქართველოს მედია კლუბი; დავით ლოსაბერიძე  - ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი; მურმან პატარაია - სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი.

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.