"პირველი"
21.12.2011

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერის დავით გამყრელიძის აზრით, "დღევანდელი ხელისუფლება ოპოზიციასთან სერიოზულ დათმობებზე პირველად წავიდა".

ამის შესახებ გამყრელიძემ გაზეთ "პრაიმ თაიმის" პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. 

"პირველად მოხდა, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციისკენ სერიოზული ნაბიჯები გადადგა და ძალიან სერიოზულ დათმობებზე წავიდა. ეს ვინმეს მოსწონს თუ არა და აღიარებს თუ არა, შემდგარი ფაქტია. იმედი მაქვს, რომ არჩევნებამდე არაფერი გადაიხედება და ამ თვალსაზრისით არაფერი გაუარესდება. იმედი მაქვს, რომ 2012 წლის ოქტომბერში, როცა არჩევნები ჩატარდება, საზოგადოებას ძალიან კარგი, მრავალფეროვანი არჩევანი ექნება და ზუსტად ასეთ მრავალფეროვან პარლამენტს მივიღებთ მომავალში", - განაცხადა გამყრელიძემ.


იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.