"პირველი"
11.12.2011

მუსიკოს ჯემალ ბაღაშვილის განცხადებით, "ქართულმა საზოგადოებამ პოლიტიკური ლიდერების არა პიროვნული ქარიზმის, არამედ პროგრამის მიხედვით არჩევა უნდა ისწავლოს".

ამის შესახებ ბაღაშვილმა დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

"ყველაზე კარგი ხელისუფლების პირობებშიც კი აუცილებელია, საპირწონედ მძლავრი, რეალური ოპოზიციური ძალა არსებობდეს, რასაც დღეს ვხედავთ. სხვანაირად არცერთი ხელისუფლება ქვეყნისთვის და ხალხისთვის თავის მაქსიმუმს არ ან ვერ გააკეთებს. შესაბამისად, ეს საპირწონე ძალა უკვე არის. დანარჩენი, ქართულმა საზოგადოებამ პოლიტიკური ლიდერების არჩევა უნდა ვისწავლოთ და არჩევანი არა მათი პიროვნული ქარიზმის, არამედ პროგრამების მიხედვით გავაკეთოთ. თანაც ძალიან მნიშვნელოვანია, არჩევნების მნიშვნელობის გვჯეროდეს. პოლიტიკური შეჯიბრი სწორედ სამართლიანი არჩევნების პირობებში უნდა ჩატარდეს", - განაცხადა ბაღაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება" დღეს დაფუძნდა. მას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. 


იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.