ტექნიკური მხარდამჭერი IFES- Georgia

შეხვედრის ადგილიცესკო
1 დეკემბერი, 2010

ოქმი #3

2010 წლის 1 დეკემბერს გაიმართა საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის მორიგი  შეხვედრა.
შეხვედრას, დადგენილი წესის თანახმად, თავმჯდომარეობდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილი და შეხვედრის დაწყებისთანავე ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა ხელმოწერით დაადასტურა წინა შეხვედრის ოქმი.
შეხვედრის დასაწყისში ბატონმა პავლემ მონაწილეებთან ერთად გაიარა პროცედურული საკითხები და დაადასტურა, რომ ეროვნულმა ფორუმმა საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრებისთვის წარმომადგენლებად  დაასახელა - რევაზ შავიშვილი და კახაბერ შარტავა. მონაწილეებმა ასევე გამართეს მსჯელობა ჟურნალისტთა საინიციატივო მიმართვასთან დაკავშირებით საარჩევნო გარემოს შეცვლის პროცესში ჩართვის თაობაზე, რამაც გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. მონაწილეთა ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს დაარღვევდა მათ მიერ მიღწეულ შეთანხმებას პროცესში არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობასთან დაკავშირებით, ხოლო სხვა მონაწილეები მიიჩნევდნენ, რომ მართებული იქნებოდა ჟურნალისტთა აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერა პროცესის გამჭვირვალობისა და პროცესისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებისათვის. დისკუსიისას მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხს საბოლოოდ გადაწყვეტენ მომავალ შეხვედრაზე. ბატონმა დავით უსუფაშვილმა  კოლეგებს შესთავაზა, რომ წერილობით გამოხატონ თავიანთი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიციურმა  პოლიტიკურმა პარტიებმა  დამკვირვებლად დაასახელეს ბადრი ნიაური არასამთავრობო ორგანიზაციიდან  -„დემოკრატიული ცენტრი“, ხოლო მრეწველების პარტია სავარაუდოდ მომდევნო შეხვედრაზე დაასახელებს საკუთარ კანდიდატს.
შეთანხმების მიხედვით, ამომრჩეველთა რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარმოადგინა ბატონმა ვახტანგ ხმალაძემ რვა პარტიის ერთობის სახელით (დანართი 1). პრეზენტაცია  ეხებოდა ბიომეტრიული პირადობის მოწმობებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. პრეზენტაცია საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისთვის. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მონაცემთა ბაზის დაცულობის ხარისხს პრეზენტაციაში. ბატონ ვახტანგს დაუსვეს ტექნიკური ხასიათის, ხარჯებთან და ვადებთან დაკავშირებული კითხვები. მსჯელობა გაიმართა ასევე იმ კომპანიის სანდოობის საკითხზე, ვინც განახორციელებს აღნიშნულ პროექტს. რაც შეეხება პირადობის მოწმობების გაცემას და მის ვადებს, მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ბიომეტრიული მოწმობების აღება გახდეს სავალდებულო, რომლისთვისაც კარგი იქნება  სატელევიზიო კამპანიის ჩატარება და მოქალაქეების სათანადო ინფორმირება ბიომეტრიული მოწმობების აუცილებლობის შესახებ. ბატონმა აკაკი მინაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ძველი პირადობის მოწმობების ჩანაცვლება ახლით საჭიროებს გარკვეულ გარდამავალ პერიოდს.
ბატონმა მამუკა კაციტაძემ აღნიშნა, რომ „საერთაშორისო საარჩევნო პროცესისა და ადმინისტრაციის კონფერენციაზე“, რომელსაც მასპინძლობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისია,   IFES-ის მხარდაჭერით, ნათალდ იყო წარმოდგენილი ის  ტექნიკური საშუალებები, რაც საჭიროა ბიომეტრიული მოწმობების დასანერგად.
მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკურ პარტიებსა და სპეციალისტებს შორის ინდივიდუალური შეხვედრების  გამართვა. ბატონმა პავლე კუბლაშვილმა ასევე გამოთქვა ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით და მოითხოვა  „საერთაშორისო საარჩევნო პროცესისა და ადმინისტრაციის კონფერენციის“ მასალები. მონაწილეებმა  გამოთქვეს სხვა ქვეყნების გამოცდილებების  გაზიარების სურვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დისკუსიის დროს, მეორე მოსმენაზე,  უფრო ღრმად განიხილავენ მოცემულ თემას. ბატონმა ზურაბ ტყემალაძემ შეხვედრის მონაწილეებს შესთავაზა საპილოტო პროექტის განხოციელება, რაც სხვა მონაწილეებმაც გაიზიარეს.
შემდეგი პრეზენტაცია ამომრჩეველთა რეგისტრაციის თემაზე წარმოადგინა ბატონმა გიორგი გოგნიაშვილმა ეროვნული-დემოკრატიული პარტიიდან (დანართი 2). პრეზენტაციის შემდეგ მონაწილეებმა გაიზიარეს შეხედულება, რომ უკეთესი იქნებოდა მოცემული ორი პრეზენტაციისა და იდეების შეჯერება და მათი ერთიანად განხილვა მათ შორის მცირე არსობრივი განსხვავებიდან გამომდინარე.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ 2010 წლის 8 დეკემბრის შეხვედრისთვის განსახილველი თემები იქნება:
·         საარჩევნო ოლქები და უბნები
·         საარჩევნო ადმინისტრაცია
საარჩევნო ადმინისტრაციის  თემაზე პრეზენტაციის გაკეთების სურვილი გამოთქვა რვა პარტიის ერთობამ და ქართულმა დასმა.
საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდნენ:
·         მამუკა კაციტაძე, ახალი მემარჯვენეები
·         რევაზ სოხაძე, ახალი მემარჯვენეები
·         გია თორთლაძე, დემოკრატიული პარტია
·         აკო მინაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
·         პავლე კუბლაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
·         გიორგი გოგნიაშვილი, ეროვნულ - დემოკრატიული პარტია
·         ბაჩუკი ქარდავა, ეროვნულ - დემოკრატიული პარტია
·         ირაკლი ჩიქოვანი, თავისუფალი დემოკრატები
·         ზურაბ აბაშიძე, თავისუფალი დემოკრატები
·         მალხაზ გორგასლიძე, თავისუფლება
·         კახა კუკავა, კონსერვატული პარტია
·         ნინო გოგუაძე, კონსერვატული პარტია
·         გიორგი ჯავახიშვილი, მრეწველები
·         დავით უსუფაშვილი, რესპუბლიკური პარტია
·         ვახტანგ ხმალაძე, რესპუბლიკური პარტია
·         კახა სეთურიძე, საქართველოს გზა
·         ნანა ქარდავა, ქართული დასი
·         გიორგი ბაშარული, ქართული დასი
·         ლევან ვეფხვაძე, ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა
·         გრიგოლ ჯოჯუა, ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა
·         მაგდა კოტრიკაძე, ქრისტიან - დემოკრატიული სახალხო პარტია
·         მამუკა ხიმშიაშვილი, ქრისტიან - დემოკრატიული სახალხო პარტია
·         ლევან გაბრიჩიძე, ჩვენ თვითონ
·         ვალერი ჭელიძე, ჩვენ თვითონ
·         ალექსანდრე შალამბერიძე, ხალხის პარტია
·         კახაბერ ფირუაშვილი, ხალხის პარტია
შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ:
1.                  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები: GYLA,TI,  ISFED, nGnI, საარჩევნო PR ტექნოლოგიებისა და პოლიტიკური კვლევის ცენტრი, დემოკრატიის ცენტრი.
2.         საერთაშორისო ორგანიზაციები: IFES, NDI, IRI, UNDP, USAID, NIMD, NATO
3.         დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროპის საბჭო.

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.