ტექნიკური მხარდამჭერი IFES- Georgia
შეხვედრის ადგილი – ცესკო
8 დეკემბერი, 2010
ოქმი #4
2010 წლის 8 დეკემბერს გაიმართა საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის მორიგი  შეხვედრა.
შეხვედრას, დადგენილი წესის თანახმად, თავმჯდომარეობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ბაჩუკი ქარდავა.
შეხვედრის დაწყებისთანავე  ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა ხელმოწერით დაადასტურა წინა შეხვედრის ოქმი.
ბატონმა თავჯდომარემ მონაწილეებთან დააზუსტა, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს დაესწრება ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის - ნატოს წარმომადგენელი, რომლის თაობაზეც არავის გამოუთქვამს საწინააღმდეგო მოსაზრება და აგრეთვე შეთანხმდნენ მასზე, რომ არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების  წარმომადგენლებს (დამკვირვებლებს)  ექნებათ კითხვების დასმის შესაძლებლობა.  
შეხვედრის მონაწილეებმა კვლავ იმსჯელეს ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფის  თხოვნაზე პროცესში დამკვირვებლად მონაწილეობის თაობაზე და შეთანხმდნენ, რომ   დააკმაყოფილონ ჟურნალისტთა ჯგუფის ინიციატივა საარჩევნო გარემოს შეცვლაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრებზე დამკვირვებლად დასწრებასთან დაკავშირებით და შესთავაზონ ჟურნალისტთა მიერ შერჩეული მხოლოდ ერთი წარმომადგენლის საშუალებით დასწრება  წარმომადგენლთა როტაციის უფლებით. სამუშაო ჯგუფის წევრები ასევე შეთანხმდნენ, რომ ჟურნალისტთა ჯგუფმა ყოველ ორშაბათს IFES-ს აცნობოს იმ წარმომადგენლის ვინაობა, ვინც დაესწრება დისკუსიას.
პრეზენტაციების ეტაპის ამოწურვასთან დაკავშირებით, ბატონმა ირაკლი ჩიქოვანმა კოლეგებს შესთავაზა ამ ეტაპის 2010 წლის ბოლომდე დასრულება ხშირი შეხვედრების საფუძველზე. საბოლოოდ ყველა მონაწილე  შეთანხმდა, რომ საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართება ქალაქგარეთ, IFES-ის ორგანიზებით, რათა  2010 წლის 23-24 დეკემბერს   პოლიტიკურმა პარტიებმა დაასრულონ პრეზენტაციების წარმოდგენის ეტაპს.
ორგანიზაციული საკითხების შეთანხმების შემდეგ პრეზენტაციები საარჩევნო ადმინისტრაციის თემაზე წარმოადგინეს გიორგი ბაშარულმა ქართული დასის სახელით (დანართი 1), კახა კუკავამ - რვა პოლიტიკური პარტიის სახელით (დანართი2), ხოლო ლევან გაბრიჩიძემ - პოლიტიკური მოძრაობა „ჩვენ თვითონის“ სახელით (დანართი 3). პრეზენტაციები ძირითადად ეხებოდა ცენტრალური, საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების საკითხს. პრეზენტაციებში დეტალურად იყო წარმოდგენილი საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესები. პრეზენტაციებს მოყვა კითხვები მონაწილეთა მხრიდან. ჯონდი ბაღათურიამ ხაზი გაუსვა თანაბარი პირობების შექმნის აუცილებლობას პოლიტიკური პარტიებისთვის. ქართული დასის წინადადების მიხედვით საარჩევნო ადმინისტრაციის  შემადგენლობა განისაზღვრება 7 პროფესიული ნიშნით ნეიტრალური ორგანოს მიერ არჩეული წევრით, რასაც ემატება ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებში კვალიფიციური პარტიების მუდმივი, სრულუფლებიანი წარმომადგენლის ინსტიტუტის, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიებში სრულუფლებიანი წარმომადგენლის ინსტიტუტის შემოღება. შეხვედრის მონაწილეებმა დასვეს კითხვები წევრისა და სრულუფლებიანი წარმომადგენლის ფუნქციათა სხვაობის და ასევე კომისიის წევრთა შერჩევის კრიტერიუმების თაობაზე. ჯონდი ბაღათურიამ მონაწილეებს მოკლედ აუხსნა განსხვავებები, რაც შეთანხმების მიხედვით უფრო ღრმად იქნება განხილული დისკუსიების მსვლელობისას.
კახა კუკავას მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის შემდეგ, მონაწილეთა კითხვები ძირითადად ეხებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის 40 000 წევრისთვის ტრენინგის ჩატარებას და თუ რამდენად შესაძლებელი იქნებოდა საარჩევნო მოხელეთა გამოცდების ჩაბარება საქართველოს რეალობიდან გამომდინარე.
ლევან გაბრიჩიძის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაში საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების მიერ დანიშნულ წევრთა რაოდენობა იზრდება რვამდე. პრეზენტაციას  აზრთა სხვადასხვაობა არ გამოუწვევია, მხოლოდ მოხდა დაზუსტება თუ როდის არის გათვალისწინებული წარმოდგენილი პროექტის განხორციელება - მიმდინარე რეფორმებთან ერთად თუ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
შეხვედრის დასასრულს მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა გაიმართება 2010 წლის 16 დეკემბერს და შეხვედრისთვის განსახილველი თემები იქნება:
·         საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია და მხარდამჭერთა სიები
·         არჩევნების დაფინანსება
არჩევნების დაფინანსების თემაზე  პრეზენტაციის გაკეთების მზადყოფნა გამოთქვა პ.გ. „ქართულმა დასმა“ და რვა პარტიის ერთობამ.
საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდნენ:
·         მამუკა კაციტაძე, ახალი მემარჯვენეები
·         რევაზ სოხაძე, ახალი მემარჯვენეები
·         ნანა ციკოლია, დემოკრატიული პარტია
·         პავლე კუბლაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
·         გიორგი გოგნიაშვილი, ეროვნულ - დემოკრატიული პარტია
·         ბაჩუკი ქარდავა, ეროვნულ - დემოკრატიული პარტია
·         გურამ ჩახვაძე, ეროვნულ - დემოკრატიული პარტია
·         ირაკლი ჩიქოვანი, თავისუფალი დემოკრატები
·         ზურაბ აბაშიძე, თავისუფალი დემოკრატები
·         მალხაზ გორგასლიძე, თავისუფლება
·         კახა კუკავა, კონსერვატული პარტია
·         ზურაბ ტყემალაძე, მრეწველები
·         დავით ბერძენიშვილი, რესპუბლიკური პარტია
·         ვახტანგ ხმალაძე, რესპუბლიკური პარტია
·         კახა სეთურიძე, საქართველოს გზა
·         ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი
·         ნანა ქარდავა, ქართული დასი
·         გიორგი ბაშარული, ქართული დასი
·         გრიგოლ ჯოჯუა, ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა
·         მაგდა კოტრიკაძე, ქრისტიან - დემოკრატიული სახალხო პარტია
·         მამუკა ხიმშიაშვილი, ქრისტიან - დემოკრატიული სახალხო პარტია
·         ლევან გაბრიჩიძე, ჩვენ თვითონ
·         ვალერი ჭელიძე, ჩვენ თვითონ
·         კახაბერ ფირუაშვილი, ხალხის პარტია
შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ:
1.                  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები: GYLA, TI, nGnI, საარჩევნო PR ტექნოლოგიებისა და პოლიტიკური კვლევის ცენტრი, დემოკრატიის ცენტრი და დემოკრატიული და სამართლიანი განვითარების საზოგადოება
2.         საერთაშორისო ორგანიზაციები: IFES, NDI, IRI, UNDP, USAID, NIMD
3.         დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროპის საბჭო  და ნატოს წარმომადგენელი საქართველოში 

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.