”ინტერპრესნიუსი”, 27.07.11
"კონსერვატიული პარტიის" ლიდერის ზვიად ძიძიგურის მტკიცებით, დეპუტატების რაოდენობის გაზრდა პარლამენტში მათ ხელისუფლებამ შესთავაზა .
როგორც ძიძიგურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, როდესაც ხელისუფლებამ "რვიანს" შესთავაზა, რომ გაზრდილიყო დეპუტატების რაოდენობა პარლამენტში, "რვიანის" მხრიდან ამ წინადადებაზე მაშინვე უარი იყო ნათქვამი. ძიძიგურის განცხადებით, სააკაშვილი კიდევ ურცხვად ტყუის, როცა აცხადებს, რომ ოპოზიციამ შესთავაზა ხელისუფლებას დეპუტატების რაოდენობის გაზრდა. მისი მტკიცებით, ეს თემა "რვიანში" შემავალი პარტიების მიერ წამოჭრილი არ ყოფილა.
"მიხეილ სააკაშვილს ტყუილების თქმა უკვე ქრონიკულში გადაუვიდა. მას არ აინტერესებს შემოწმდება თუ არა თავისი ტყუილი, რადგან ის თავის სიტყვას არანაირ დატვირთვას არ ანიჭებს. ეს კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ არ შეიძლება ქვეყანას ქოსა-ტყუილა პრეზიდენტი ჰყავდეს", - აღნიშნა ძიძიგურმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პოლონელი ჟურნალისტის კითხვის პასუხად, პოლონელ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არ მოსწონს დეპუტატების რაოდენობის გაზრდა, მაგრამ ეს ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.
"ოპოზიციის მოთხოვნით, ჩვენ დავთანხმდით იმას, რაც პირადად მე მაინცდამაინც გულზე არ მეხატება. ეს საკითხი დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას შეეხება. არ მომწონს ეს ფაქტი, მაგრამ საარჩევნი სისტემის შეცვლა, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. მე ვიცი, რომ ჩვენი მეგობრის, ჩემი კოლეგის პარტია, პოლონეთში დეპუტატების რაოდენობის შემცირებას ითხოვს. სამწუხაროდ, საქართველოში მოხდა პირიქით... ამიტომ თუ თქვენ შეამცირებთ, ჩვენ მხოლოდ შეგვშურდება, მაგრამ ეს იყო ჩვენი კომპრომისი ოპოზიციასთან, რადგან ჩვენ გვინდა ისეთი საარჩევნო სისტემა, რომ არჩევნებში მონაწილეობით რეზულტატი იყოს ლეგიტიმური და მაქსიმალურად ითვალისწინებდეს საქართველოს საზოგადოების მთელი სპექტრის ინტერესებს", _ განაცხადა სააკაშვილმა.
იხილეთ დედანი