”ინტერპრესნიუსი”, 27.07.11

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, იმ პარტიებს, რომლებიც თავის დროზე გაერთიანებული იყვნენ ოპოზიციურ "რვიანში" , არასდროს არ დაუყენებიათ და არ განუხილიათ პარლამენტში დეპუტატთა რაოდენობის გაზრდის საკითხი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ჩიქოვანმა განუცხადა, ვინაიდან პარლამენტში არსებული შემადგენლობა არის საქართველოს მოსახლეობის მიერ დადგენილი რეფერენდუმის წესით, არც ერთ დროს და არც ერთ ეტაპზე "რვიანს" ამ საკითხის განხილვა, მით უმეტეს მოთხოვნა არც უფიქრია.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პირადად მას არ მოსწონს დეპუტატების რაოდენობის გაზრდა, მაგრამ ეს ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანი პოლიტიკური შემობრუნება იყო ის, რომ რამდენიმე კვირის წინ ძირითად ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმება მოხდა საარჩევნო კოდექსის რეფორმირების თაობაზე.

იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.