”ინტერპრესნიუსი”, 27.07.11

როგორც ჩანს, მეფე არა მხოლოდ შიშველია, არამედ ტყუის კიდეც, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას განუცხადა .
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს დასჩემდა თვისება, რომ სჭირდება თუ არა, მაინც იტყუება.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, 8 ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდის საკითხი ხელისუფლებასთან ურთიერთობის არც ერთ ეტაპზე არ დაუყენებია.
"პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდის საკითხი თავად ხელისუფლებამ დასვა ჩვენს წინაშე მარტის თვეში, როდესაც მათ საპასუხო წინადადებები მოგვიტანეს. ჩვენ ამ წინადადებებზე უარი ვთქვით ბევრი მიზეზის გამო. ბოლო ერთი თვის თუ თვენახევრის განმავლობაში ვის რაზე შეუთანხმდა სააკაშვილი, ამაზე მე ვეღარ ვისაუბრებ", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, სააკაშვილმა იცის, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდა არასწორი გადაწყვეტილებაა და პასუხისმგებლობის სხვაზე დაკისრებას ცდილობს.
"ეს არ არის პირველი და არ იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ხელისუფლების არასრულფასოვან წინადადებებს დათანხმდა, სახელისუფლო პიარის მეშვეობით ასეთი თემები უკან შემოუბრუნდება. რაოდენობის გაზრდაც "ნაციონალურ მოძრაობას" უფრო სჭირდება, რადგან მათი გაზრდილი მადა მანდატების იმ რაოდენობაში ვერ ეტევა, რომელიც დღესაა განსაზღვრული", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პოლონელი ჟურნალისტის კითხვის პასუხად, პოლონელ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არ მოსწონს დეპუტატების რაოდენობის გაზრდა, მაგრამ ეს ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.
"ოპოზიციის მოთხოვნით, ჩვენ დავთანხმდით იმას, რაც პირადად მე მაინცდამაინც გულზე არ მეხატება. ეს საკითხი დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას შეეხება. არ მომწონს ეს ფაქტი, მაგრამ საარჩევნი სისტემის შეცვლა, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. მე ვიცი, რომ ჩვენი მეგობრის, ჩემი კოლეგის პარტია, პოლონეთში დეპუტატების რაოდენობის შემცირებას ითხოვს. სამწუხაროდ, საქართველოში მოხდა პირიქით... ამიტომ თუ თქვენ შეამცირებთ, ჩვენ მხოლოდ შეგვშურდება, მაგრამ ეს იყო ჩვენი კომპრომისი ოპოზიციასთან, რადგან ჩვენ გვინდა ისეთი საარჩევნო სისტემა, რომ არჩევნებში მონაწილეობით რეზულტატი იყოს ლეგიტიმური და მაქსიმალურად ითვალისწინებდეს საქართველოს საზოგადოების მთელი სპექტრის ინტერესებს", _ განაცხადა სააკაშვილმა.

იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.