”www.tribuna.ge”
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ოპოზიციის ნაწილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობის გაზრდა არ მოსწონს. პრეზიდენტმა ამის შესახებ განცხადება პოლონეთის პრეზიდენტთან ბრონისლავ კომოროვსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური შემობრუნება იყო ის ფაქტი, რომ რამდენიმე კვირის წინ ოპოზიციის ძირითად პარტიებთან საარჩევნო კოდექსის რეფორმირებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მივაღწიეთ. ოპოზიციის მოთხოვნით ჩვენ დავთანხმდით იმას, რაც პირადად მე გულზე არ მხვდება, დეპუტატების რაოდენობის გაზრდას ვგულისხმობ. არ მომწონს ეს ფაქტი, მაგრამ ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ეს იყო“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ოპოზიციური რვიანის“ მხოლოდ წევრ პარტიას შორის მოხდა შეთანხმება, ხოლო „ექვსეული“ საარჩევნო კოდექსის შეცვლისთვის მუშაობას აგრძელებს.