”ინტერპრესნიუსი”, 27.07.11
პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდა ოპოზიციის მოთხოვნას არც ერთ ეტაპზე არ წარმოადგენდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას განუცხადა .
მისი თქმით, პრეზიდენტის განცხადება, თითქოს ეს ოპოზიციის სურვილით მოხდა, სიმართლეს არ შეესაბამება და პრობლემა, რის გამოც დეპუტატთა რაოდენობის გაზრდა გადაწყდა, ეუთოს სამართლიან მოთხოვნებს უკავშირდება.
"საერთაშორისო ორგანიზაციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობდა მანდატების წონის შესაბამისობაში, რაც დღის წესრიგში აყენებდა საკითხს მაჟორიტარული არჩევნების წესის გადახედვასთან დაკავშირებით. ხელისუფლება წავიდა იმ გზით, რომ ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა გაზარდა და 75-ის ნაცვლად მივიღეთ 83 მაჟორიტარული ოლქი", - აღნიშნა თარგამაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონელ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არ მოსწონს დეპუტატების რაოდენობის გაზრდა, მაგრამ ეს ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.
"ოპოზიციის მოთხოვნით, ჩვენ დავთანხმდით იმას, რაც პირადად მე მაინც და მაინც გულზე არ მეხატება. ეს საკითხი დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას შეეხება. არ მომწონს ეს ფაქტი, მაგრამ საარჩევნო სისტემის შეცვლა, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. მე ვიცი, რომ ჩვენი მეგობრის, ჩემი კოლეგის პარტია, პოლონეთში დეპუტატების რაოდენობის შემცირებას ითხოვს. სამწუხაროდ, საქართველოში მოხდა პირიქით... ამიტომ, თუ თქვენ შეამცირებთ, ჩვენ მხოლოდ შეგვშურდება, მაგრამ ეს იყო ჩვენი კომპრომისი ოპოზიციასთან, რადგან ჩვენ გვინდა ისეთი საარჩევნო სისტემა, რომ არჩევნებში მონაწილეობით რეზულტატი იყოს ლეგიტიმური და მაქსიმალურად ითვალისწინებდეს საქართველოს საზოგადოების მთელი სპექტრის ინტერესებს", _ განაცხადა სააკაშვილმა.
იხილეთ დედანი