”პირველი”
15.09.11
თბილისის საკრებულოს "რესპუბლიკელი" წევრი თინათინ ხიდაშელი დედაქალაქის მერ გიგი უგულავას "თბილისის ბიუჯეტის საარჩევნო კამპანიისთვის ხარჯვაში" ადანაშაულებს.
როგორც ხიდაშელმა დღეს ვარდების რევოლუციის მოედანზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიამ 2011-2012 წლებში სხვადასხვა ღონისძიებების სცენებით, ტრიბუნებით, პლატფორმებით, საგრიმიოროებით, ბიოტუალეტებით და დამცავი ჯებირებით უზრუნველყოფის მიზნით სამი მილიონი ლარის ტენდერები გამოაცხადა".
"2012 წლის არჩევნების წინ დედაქალაქის მერია მმართველი პარტიისა და კანდიდატების საარჩევნო კამპანიას საბიუჯეტო სახსრებით უზრუნველყოფს და ეს - იმ ფონზე, როდესაც სწორედ მერიის ინიციატივით თბილისელებს წყლის, ტრანსპორტის, ნაგვის გადასახადი გაუძვირდათ. დედაქალაქის ბიუჯეტიდან საბავშვო ბაღების დაფინანსებისთვის 4. 200 მილიონი ლარი უნდა გამოყოფილიყო. ბაღები ფასიანი გახდა და შესაბამისად, ამ თანხის მობილიზება საარჩევნო კამპანიას უზრუნველყოფს," - განაცხადა ხიდაშელმა და თბილისის მერიისგან ტენდერის დასრულებამდე დეტალური გეგმის გამოქვეყნება მოითხოვა.
"თბილისის მერიამ აღნიშნული ტენდერის მიზანმიმართულობა უნდა დაგვისაბუთოს და მოსახლეობას ამგვარი ღონისძიებების აუცილებლობა განუმარტოს,"- დასძინა მან.
იხილეთ დედანი