რადიო ”ჰერეთი”
16.09.2011
მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთი კანდიდატი "მრეწველებიდან" ვასილ არაბული საარჩევნო აგიტაციას დღეიდან დაიწყებს. ის პირველ შეხვედრას, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლების მოსახლეობასთან გამართავს და სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრებს.
როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ არაბული რადიო "ჰერეთთნ" აცხადებს, თელავში პრობლემები განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებობს და მისი დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, სწორედ პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაზე და ადგილობრივი წარმოების აღორძინებაზე გაკეთდება.
"გვაქვს ადგილობრივი ნედლეული, რომელსაც გამოყენება სჭირდება. აუცილებელია სასაწყობე რეზერვუარების შექმნა და დაზღვევის საკითხების მოგვარება. ხელის შეწყობა უნდა ტრადიციულ დარგებს, როგორიც არის მეღვინეობა, მეცხოველეობა და მეხილეობა", - განუცხადა "ჰერეთს" ვასილ არაბულმა.
იხილეთ დედანი