”პირველი”
16.09.2011
"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, "პოლიტიკური "ექსვიანი" დაშლას არ აპირებს და საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად ბოლომდე იბრძოლებს".
როგორც სანიკიძემ დღეს გაზეთ "პრაიმ თაიმის" პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა, "აპირებს თუ არა ხელისუფლება საარჩვენო გარემოს გაუმჯობესების კუთხით ცვლილებების მიღებას, გვიან შემოდგომაზე გაირკვევა და "ექსვიანის" შემდგომი ნაბიჯებიც მხოლოდ ამის შემდეგ დაიგეგმება".
"თუ სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ, შემდეგ "ექსვიანი" ერთ მაგიდასთან სამომავლო მოქმედების გეგმას დასახავს და არც აქციები იქნება გამორიცხული", - განაცხადა სანიკიძემ და დასძინა, რომ “ექსვსიანში” საარჩევნო გარემოს გარდა, საკითხების ნუსხის გაფართოების შესახებ მსჯელობა უკვე ჰქონდათ".
"შესაძლებელია, "ექსვიანი" მხოლოდ საარჩვენო გარემოს გაუმჯობესების საკითხებით არ შემოიფარგლოს და სოციალური თემების წამოწევაზეც შევთანხმდეთ", - განაცხადა სანიკიძემ.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებში "ექსვიანში" შემავალი პარტიების ერთ პოლიტიკურ ბლოკად მონაწილეობის საკითხს, სანიკიძის განცხადებით, "ამაზე ფიქრი ჯერ ნაადრევია".
"ეროვნულ ფორუმს" ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. არც ისაა გამორიცხული, რომ ბლოკი ერთ ან ორ პოლიტიკურ პარტიასთან შეიქმნას, ან სულაც მარტო მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა"- განაცხადა სანიკიძემ.
იხილეთ დედანი