”პირველი”
16.09.2011
Wikileaks-ის ინფორმაციით, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერს გიორგი თარგამაძეს პარლამენტში სხვა ოპოზიციონერების ხილვა არ სურდა.
სკანდალური საიტი ამჯერად საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის ჯონ ტეფტისა და გიორგი თარგამაძის საუბრის ამსახველ წერილს ავრცელებს, რომელიც ტეფტის მიერაა შედგენილი და 2009 წლის 1 იანვრით თარიღდება.
"თარგამაძე აცხადებს, რომ ახალი არჩევნების შესახებ არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნას ეწინააღმდეგება, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია უპასუხისმგებლო მოთხოვნას აყენებს და ახალი არჩევნებისთვის არანაირი იურიდიული საფუძველი არ არსებობს. იგი არასაპარლამენტო ოპოზიციას "რუსთაველის ელიტას" უწოდებს და ამბობს, რომ ისინი პირად პოლიტიკურ მომავალზე ზრუნავენ და არა იმაზე, ქვეყნისთვის რა იქნება კარგი. თარგამაძის აზრით, ახალი არჩევნებისკენ მოწოდება გარკვეული პატივისცემის შენარჩუნების მცდელობაა და მისგან მხოლოდ რუსები მიიღებენ სარგებელს. ის კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ არ სურს, საქართველოში რუსული სცენარის განვითარებას დაეხმაროს. თარგამაძე აცხადებს, რომ ახალი არჩევნების არ ეშინია, თუმცა მათ კატეგორიულად ამ მიზეზით ეწინააღმდეგება. მიუხედავად ამისა, იგი აღიარებს, რომ "ქრისტიან-დემოკრატები" პარლამენტში უმთავრეს ოპოზიციურ პარტიად ყოფნის გამო სარგებელს იღებენ, ხოლო ახალმა არჩევნებმა, რომლითაც პარლამენტში დამატებითი ოპოზიციური ხმა გაჩნდება, შესაძლოა, მათი პარტიის საზოგადოებრივი პლატფორმა შეცვალოს", - ნათქვამია, Wikileaks-ის ინფორმაციით, ტეფტის წერილში.
გვანცა დიდებაშვილი
იხილეთ დედანი