www.ick.ge
16.09.2011
ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა თელავის რაიონის სოფელ გულგულაში ნაგავსაყრელის ლიკვიდაციას ითხოვს. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა ლალიაშვილმა და თელავის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკოლოზ ლაშხმა ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ბრიფინგი გამართეს.
ლალიაშვილის განცხადებით, უკანონო ნაგავსაყრელი სოფლების გულგულასა და ყარაჯალას მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.
„კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ყურადღება მიაქციოს აღნიშნულ პრობლემას და ნუ აიძულებს ხალხს ნაგავში და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში ცხოვრებას“, - განაცხადა ნიკოლოზ ლალიაშვილმა.
ბრიფინგს სოფელ გულგულას მცხოვრები თამარ ოხანაშვილიც ესწრებოდა. „გაუსაძლისი მდგომარეობაა. ნაგავსაყრელი ყარაჯალასა და გულგულას შორის არის და წლებია საშინელი სუნი ორივე სოფელს გვაწუხებს. აქაურობა ანტისანიტარიის ბუდეა, საშინელებაა. როგორ შეიძლება ასეთი რამე? ამდენი უფროსობა გვყავს და მარტო კაბინეტში რომ სხედან, არ შეიძლება გამოვიდნენ და მოგვხედონ?“ - აღნიშნა თამარ ოხანაშვილმა.
ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობიდან თელავის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკოლოზ ლაშხი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ადგილობრივებს პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას დაპირდა.
იხილეთ დედანი