რადიო ”ჰერეთი” 

14.09.2011 

თელავის შუალედური არჩევნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობენ. დღეს მოსახლეობასთან შეხვედრა "ნაციონალებისა" და "ქრისტიან დემოკრატების" კანდიდატებმა გამართეს. "ქრისტიან დემოკრატების" კანდიდატი ნიკოლოზ ლაშხი ამომრჩეველს სოფელ სანიორეში შეხვდა.

ნაციონალების კანდიდატი ვასილ დავითაშვილი კი დღეს ამომრჩეველს სოფელ აკურაში შეხვდა. ის მოსახლეობას  ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა წარუდგინა.

შეხვედრაზე ადგილობრივებმა რამდენიმე პრობლემა დაასახელეს, მათ შორისაა შიდა გზები,  გაზიფიცირება, დაზიანებული ელექტროსადენები და დენზე დანამატების საკითხი.

აკურელებს ალექსანდრე ხეთაგური პრობლემების მოგვარებას დაპირდა. რაც შეეხება გამრიცხველიანების საკითხს, მინისტრის თქმით, აკურასა და ვანთაში გამრიცხველიანება მომავალი წლის მაისს-ივნისი მოხდება.
აკურელებთან შეხვედრის შემდეგ, ისინი თელავის რაიონის სოფელ ფშაველსა და სანიორეში გაემგზავრნენ.

მაჟორიტარი დეპუტატობის კიდევ ერთი კანდიდატი "მრეწველებიდან" ვასილ არაბული საარჩევნო აგიტაციას 16 სექტემბრიდან დაიწყებს. ის პირველ შეხვედრას, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლების მოსახლეობასთან გამართავს და სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრებს.

წყარო

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.