ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სტრატეგიული გეგმის პროექტი შეიმუშავა, რომელიც 2011-2015 წლებზეა გათვლილი და ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება. დოკუმენტის შექმნის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების მხრიდან საარჩევნო პროცესისადმი ნდობის გაღრმავებას.

2012 წელს საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებია დაგეგმილი, 2013 წელს - საპრეზიდენტო და 2014 წელს კი - ადგილობრივი თვითმმართველობის. სტრატეგიული გეგმა აღნიშნული არჩევნებისათვის სამზადისის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, გეგმის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაცია მიზნად ისახავს სამი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიზნის განხორციელებას: საარჩევნო ადმინისტრაციის მოდერნიზაციას, დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ამომრჩეველთა მაქსიმალურ ინფორმირებას.

დოკუმენტი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით შემუშავდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია დაინტერესებულ მხარეებს სთხოვს აქტიურად ჩაერთონ დოკუმენტის განხილვაში და მიაწოდონ მას გეგმასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები ელექტრონულ მისამართზე - pr@cec.gov.ge.

საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული გეგმის პროექტი

წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია 

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.