"ქრისტიან-დემოკრატები" თელავის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ინტერფრაქციული ან უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვენ. ამის თაობაზე განცხადება პარლამენტის პლენარულ სხოდმაზე "ქრისტიან-დემოკრატმა" დეპუტეტებმა ნიკა ლალიაშვილმა და ლევან ვეფხვაძემ გააკეთეს.
ნიკა ლალიაშვილი ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის აუცილებლობის არგუმენტად იმ გარემოებას ასახელებს, რომ თელავში "ბატონყმობა" არ გადავარდნილა. მან ისაუბრა სოფელ სანიორეზე, სადაც 9 სექტემებრს ადგილობრივმა მოსახლეობამ გამართა აქცია ელექტროენერგიის გადასახადთან დაკავშირებით, რადგან 300-300 ლარის ოდენობის გადასახადი მიუვიდათ.
ლალიაშვილის თქმით, ამ სოფელში თითოეული ოჯახის შემოსავალი 300 ლარზე ნაკლებია და შესაბამისად, გადასახადს ვერ გადაიხდიან. ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში კი, ეს სოფელი, სადაც გაზიც კი არ არის, წყლის გარეშე დარჩება, რადგან წყლის მიწოდება ელექტროტუმბებით ხდება. ლალიაშვიილმა ხაზი გაუსვა, რომ ასეთივე მდგომარეობაა ნაფარეულში, ართანაში, ლაფანყურსა და ფშაველში.
ლალიაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც "ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატმა ნიკა ლაშხმა აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში ადგილობრივ მოსახლეობასთან მუშაობა დაიწყო, სოფელ სანიორეს მცხოვრებლებზე ხელისუფლებამ ზეწოლა განახორციელა.
"ჩვენ ადამიანებს ვპირდებით სამუშაო ადგილებს, თქვენ კი მათ სამუშაო ადგილების დაკარგვით ემუქრებით", - მიმართა ნიკა ლალიაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს და ხაზი გაუსვა რომ კახეთის სოფლებში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობა ოპოზიციის შეკრებებზე არ მივიდეს.
"ბატონყმობა" არ გადავარდნილა ამ რაიონში, ბატონები "ნაციონალური მოძრაობაა", - განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა და ეს ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის აუცილებლობის საფუძვლად დაასახელა, რადგან წინასაარჩევნო პროცესში გამოვლენილი დარღვევები უყურადღებოდ არ დარჩეს.
ლალიაშვილს ეთანხმება მისივე თანაპარტიელი, ლევან ვეფხვაძე, რომელიც ამბობს, რომ კარგი იქნება იტერფრაქციული ჯგუფის და ან უწყებათაშორისი კომისიის შექმნა, რადგან კომისიაში ჩართულ იქნება შს სამინისტრო, რომელიც ზეწოლის მხრივ აქტიურობა.
ვეფხვაძემ ერთ-ერთ სოფელში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიხსენა, რომლის დროსაც შეკრებიული ადამიანებს ავტომანქანებიდან კამერებით იღებდნენ.
"შევქმნათ მექანიზმი, რომ გამოვრიცხოთ ხარვეზები", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
იხილეთ დედანი