"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია და ნიკოლოზ ლალიაშვილი თელავის რაიონის სოფელ სანიორეს მოსახლეობას შეხვდნენ და შუალედურ არჩევნებში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკოლოზ ლაშხი წარუდგინეს.

 პარტიის პრესსამსახურის ცნობი, სოფელში ორი მთავარი პრობლემა გამოიკვეთა: სკოლის შესაძლო გაუქმება და კოლექტიური გამრიცხველიანება.

 ქდმ-ის ლიდერებმა მოსახლეობას განუცხადეს, რომ განათლების მინისტრისგან გუშინდელ საკომიტეტო მოსმენაზე მიიღეს პირობა, რომ სოფელში მოქმედი სკოლა არ გაუქმდება და ფუნქციონირებას განაგრძობს. გიორგი თარგამაძემ ენერგეტიკის სამინისტროსგან უმოკლეს ვადებში მოითხოვა დარიცხული დავალიანებების კანონზომიერებიის გადახედვა და მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.


Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.