"ინტერპრესნიუსი"
21.12.2011

"ახალმა მემარჯვენეებმა" გადავდგით არაპოპულარული ნაბიჯი, როდესაც შევთანხმდით მმართველ პარტიასთან პარლამენტის მანდატების გაზრდაზე, როგორც კომპრომისზე და გამოსავალზე არსებული სიტუაციიდან, - ამის შესახებ ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მიზანი მანდატების არსებული გადანაწილების პრინციპის შეცვლა იყო, თუმცა პოლიტიკურ კეკლუცობის შედეგად სისტემა იგივე დარჩა.
"თავის დროზე, "ახალი მემარჯვენეები" წავედით პროტესტის უკიდურეს ფორმაზე - შიმშილობაზე, სწორედ იმის გამო, რომ მაშინდელმა უმრავლესობამ შეცვალა პირობა და პარლამენტში მაჟორიტარული და პროპორციული 150 მანდატის გადანაწილების პრინციპად შემოგვთავაზა 75\75-ზე, რამაც მწვანე შუქი აუნთო "ნაციონალურ მოძრაობას". სამწუხაროდ, მაშინ ჩვენმა პროტესტმა შედეგი არ გამოიღო, დღეს კი მანდატების გაზრდას მიზნად ზემოხსენებული პროპორციის შეცვლა ჰქონდა. სამწუხაროდ, საზოგადოებაში არაპოპულარულ თემას დაემატა პოლიტიკური კეკლუცობა, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი გამოიშვირეს ”მემარჯვენეებისკენ” და ”ქრისტიან-დემოკრატებისკენ”. ჩვენ განტევების ვაცად ვერ გამოვდგებოდით და მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ პოზიციის აქტიური დაცვა, რომელიც მანდატების გაზრდას გულისხმობდა, აღარ გაგვეგრძელებინა", - განაცხადა ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა 
დავით გამყრელიძე ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრეებს მოუწოდებს, კარგად გაერკვნენ, ვის აწყობდა რეალურად დეპუტატების რაოდენობის გაზრდა და ვის -  არა. 
”ზოგი დღეს აცხადებს, რომ დეპუტატების რაოდენობის შემცირება ივანიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული, გარწმუნებთ, რომ ეს ბრალდება ყველანაირ ლოგიკასაა მოკლებული”, - განაცხადა დავით გამყრელიძემ. 


იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.