"ინტერპრესნიუსი"
21.12.2011

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე დარწმუნებულია რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პარტნიორებს აფინანსებს, ამის შესახებ დავით გამყრელიძემ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. 
`ბატონ ივანიშვლს რაიმე პოლიტიკური სიბრძნეები არ შემოუთავაზებია, რომ ამის გამო იხუვლა სრულიად ოპოზიციამ და დღეს ცდილობენ მის გარშემო გაერთიანებას. მიმზიდველი იყო და არის ფინანსები, ამაში დასაძრახი კი არაფერია, მე შემიძლია დაწმუნებით ვთქვა, რომ ასე ხდება და ეს ბუნებრივიცა. ივანიშვილის პოლიტიკური პარტნიორები ამ ფინანსებით შეეცდებიან, რომ გააძლიერონ თავიანთი პოზიციები და შედეგი მიიღონ არჩევნებზე.~ განაცხადა გამყრელიძემ. 
გამყრელიძემ განმარტა რომ ფული ყველა პოლიტიკური პარტიისთვის აუცილებელია 
`ფული პოლიტიკური პარტიებისთვის აუცილებელია, რაც შეეხება ფულის წარმომავლობას, ფაქტია, რომ ივანიშვილმა ფული რუსეთში იშოვა და ამას თავადაც არ მალავს. ისიც ფაქტია, რომ იმ წლებში და დღესაც რუსეთში ფული სპეცსამსახურების გარეშე არ იშოვებოდა. დღეს ამ ფულს უკვე ბიძინა ივანიშვილის სახელი ჰქვია, ფულის წარმომავლობით კი თავად პარტნიორი პარტიები უნდა დაინტერესდნენ. ჩემი აზრით, ხელისუფლებაც არ დააკლებს მცდელობას, რომ ამას ნათელი მოეფინოს. ივანიშვილის ფული "გაზრპრომის" არის თუ "ფე-ეს-ბესი", ამას მე ვერ გეტყვით. მაგრამ თუ ასეა, საკითხი თანაბრად ეხება როგორც ბიზნესმენის დღევანდელ პოლიტიკურ პარტნიორებს, ასევე "ნაციონალურ მოძრაობას", რადგან 2008 წლამდე ივანიშვილი სწორედ "ნაციონალებს" აფინანსებდა~, - განაცხადა გამყრელიძემ. 


იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.