"ინტერპრესნიუსი"
21.12.2011

პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ნორმების გამკაცრებას დავით ბაქრაძე ქართული კანონმდებლობის საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანით ხსნის. 
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველოში ჩამოსული იყო ევროსაბჭოს ანტიკორიფციული კომისია (GREKO), რომელიც ფულის გათეთრების მიმართულებით იძლევა რეკომენდაციებს.
ბაქრაძის შეფასებით, ცვლილებები ამ რეკომენდაციების საფუძველზე საჭიროა, რათა არ დარჩეს კანონმდებლობაში ისეთი დეტალები, რომლითაც შესაძლებელი გახდება ფულის არალეგალური გადარიცხვები და ფულის გათეთრება. 
პარლამენტის სპიკერის თქმით, ამ მხრივ GREKO-ს ექსპერტებს ჰქონდათ მთელი რიგი რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით მომზადდა კანონპროექტი, რომელმაც გაიარა ექსპერტიზა ვენეციის კომისიაში. 
ბაქრაძის ინფორმაციით, ევროსაბჭოსა და ეუთო-ს შესაბამის სტრუქტურებში ამ ცვლილებებზე დასკვნა საჯარო, დადებითი და პოზიტიურია. 
რაც შეეხება შენიშვნებს, ბაქრაძის თქმით, კანონი ჯერ მიღებული არ არის და საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, ისაუბროს ნებისმიერ შენიშვნაზე ოპოზიციასთან და არასამათავრობო ორგანიზაციებთანაც.
ბაქრაძემ აღნიშნა, რომ საკანონდმებლო ცვლილებების ამოცანა არა ვინმეს შეზღუდვა, არამედ ქართული კანონმდებლობის საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანაა.
პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან და, ზოგადად, პარტიების საქმიანობასთან მიმართებაში კანონი მკაცრდება. პროექტზე ვენეციის კომისიას დასკვან უკვე მზად აქვს, თუმცა გუშინ, პროექტში დამატებითი ცვლილებები ისევ შევიდა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს და მასთან ურთიერთობაში მყოფ პირებს დამატებით შეზღუდვებს უწესებს.


იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.