www.ick.ge
30.09.2011
30.09.2011
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც თელავის საარჩევნო ოლქში 2 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების ტრანსპორტირებისათვის 35 მიკროავტობუსი დაიქირავა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნაციონალური მოძრაობის თელავის რაიონული ორგანიზაციის საარჩევნო შტაბიდან აცნობეს, პარტიის მთავარ ამოცანას არჩევნებში გამარჯვებასთან ერთად, სამართლიანი, ღია და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს შექმნა წარმოადგენს.
„ამიტომ, ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ვაქვეყნებთ პარტიის მირ დაქირავებული სატრანსპორტო საშუალებების სიას, რომელშიც ავტომანქანების სახელმწიფო ნომრებია მითითებული. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებები გამოყენებული იქნება არჩევნების დღეს, 2 ოქტომბერს. აქვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კანონი სიის გამოქვეყნებას არ გვავალდებულებს. ამ ინფორმაციის გასაჯაროება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გვინდა, არჩევნები იყოს სრულიად გამჭვირვალე და სამართლიანი“, - განაცხადა საარჩევნო შტაბის უფროსმა გიორგი ბოტკოველმა.