"პირველი"
30.09.2011
"საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილების პროექტი, რომელიც ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების მიზნით სახელმწიფო კომისიის შექმნას ითვალისწინებს, ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის დაპირისპირების საგანი გახდა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთის წინააღმდეგ განცხადებები ფრაქციაში "ერთობა სამართლიანობისთვის" გაერთიანებულმა დეპუტატებმა და ოპოზიციის იმ წარმომადგენლებმა გააკეთეს, რომლებმაც საარჩევნო კოდექსის გარშემო რიგ საკითხებზე მმართველ გუნდთან შეთანხმებას მიაღწიეს.
ფრაქცია "ერთობა სამართლიანობა" ახალ საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფს უნდობლობას უცხადებს და მას უფრო დამაჯერებელი კანონპროექტის შემუშავებისკენ მოუწოდებს.
როგორც ფრაქციის წევრმა ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, “საზოგადოებაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ნდობა ნულის ტოლია".
მისივე თქმით, ნდობის ნაკლებობას განიცდიან "ქრისტიან-დემოკრატები", "ევროპელი დემოკრატები~ და ~ეროვნულ-დემოკრატები".
როგორც ამავე ფრაქციის წარმომადგენელმა თამაზ დიასამიძემ აღნიშნა, "საარჩევნო სიების სიზუსტეზე პასუხისმგებლობას პოლიტიკური პარტიები ვერ აიღებენ".
მისივე აზრით, "საარჩევნო რეფორმა საზოგადოების იგნორირებით მიმდინარეობს, რაც პოლიტიკური დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია".
"უკუღმართი სიებით უნდა ჩაატაროთ არჩევნები?! დიდი უბედურებაა მოსალოდნელი, თუ ახალ კოდექსს მაღალი კონსენსუსით არ შეიმუშავებთ" - აღნიშნა დიასამიძემ.
როგორც მის პასუხად "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წევრმა გურამ ჩახვაძემ აღნიშნა, "დიასამიძის ასეთი მქუხარე გამოსვლა მას 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ არ ახსოვს, როცა ეს უკანასკნელი პარლამენტარი სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" სიით გახდა".
"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის განცხადებით კი, "ოპოზიცია ორ ნაწილად იყოფა: ერთი ნაწილი პასუხისმგებლობას იღებს, მეორე კი - არა".
"რჩევების გვერდიდან მიცემას სჯობს, პასუხისმგებლობა თქვენც აიღოთ. მასკარადს, რომელსაც აწყობთ, ცუდი სუნი ასდის. ოპოზიციური სპექტრის ნაწილის სამიზნე "ქრისტიან-დემოკრატები" გახდა და ამ ბრძოლაში, ბატონო თამაზ და ბატონო ჯონდი, სწორედ თქვენ გიყენებენ. ამიტომ ამ არასუფთა საქმეში ნუ ჩაერევით, თორემ ცალკე აღმოჩნდებით" - მიმართა ახალი ოპოზიციური ფრაქციის წევრებს ლევან ვეფხვაძემ და მათ საარჩევნო კოდექსის რეფორმის პროცესში მონაწილეობისა და სათანადო პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა.
ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების მიზნით სახელმწიფო კომისიის შექმნასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.
იხილეთ დედანი