"მედიანიუსი"
30.09.2011


პარტია „თავისუფალი საქართველო“ მის მიერ პარლამენტში ინიცირებულ საარჩევნო კოდექსის კანონპროექტთან დაკავშირებით  კონსენსუსის მისაღწევად  საქართველოში მოქმედ ძირითად ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციებს იწყებს.
როგორც დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე „თავისუფალი  საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, კონსულტაციების დაწყებასთან დაკავშირებით მისი პარტია ძირითად ოპოზიციურ ძალებს  წერილობით დღეს მიმართავს და, სავარაუდოდ, უკვე ხვალიდან მოლაპარაკებებიც დაიწყება.
მისი თქმით, „თავისუფალი საქართველო“ კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის პოზიციას, რომ თავისუფალი  არჩევნები ხელისუფლების შეცვლის პრიორიტეტულ გზას წარმოადგენს. ამავდროულად, როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე საარჩევნო მოლაპარაკებათა პირველი ეტაპი უშედეგოდ დასრულდა.
„ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივით მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უარი თქვა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, პარლამენტში 50 000 ამომრჩევლის ხელმოწერით შეტანილ იქნა ალტერნატიული საარჩევნო კოდექსის პროექტი.  ხელმოწერები შესრულდა კანონით დადგენილი წესით და დამოწმდა ნოტარიუსის მიერ. შესაბამისად, კანონპროექტი პარლამენტმა განსახილველად უკვე მიიღო. რეალურად დღეისათვის პარლამენტში დადგენილია საარჩევო კოდექსის ორი ვარიანტი „ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი საქართველოს“ პროექტები, რაც პირველი პრეცედენტია მას შემდეგ, რაც ალტერნატიული საარჩევნო კოდექსი პარლამენტში 1990 წელს ზვიად გამსახურდიას „მრგვალმა მაგიდამ“ წარადგინა“, _ განაცხადა კუკავამ და დასძინა, რომ „თავისუფალი საქართველოს“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს საპარლამენტო დეპუტატთა რაოდენობის 150-მდე შენარჩუნებას და მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების შექმნას. ასევე ამომრჩევლებზე ბიომეტრიული მოწმობების გაცემასა და საარჩევნო ადმინისტრაციის პარირეტს.
კუკავას თქმით, კანონპროექტების განხილვა პარლამენტის კომიტეტებში რამდენიმე კვირაში დაიწყება.
„ჩვენ მივმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, გამოვიყენოთ საარჩევნო რეფორმის კიდევ ერთი შანსი და ვაქციოთ ზემოთ აღნიშნული ინიციატივა საერთო პროექტად. ამისათვის ხვალიდან ვიწყებთ მოლაპარაკებებს ძირითად პოლიტიკურ ძალებთან პროექტის შესახებ კონსენსუსის მისაღწევად. ასევე მივმართავ სამოქალაქო საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთონ პროექტის განხილვაში. ყველა შენიშვნასა და მოსაზრებას მადლიერებით მივიღებთ“, _ განაცხადა კუკავამ და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მოუწოდა, პარლამენტში აღნიშნული კანონპროექტის განხილვის პროცესზე აქტიური მონიტორინგი განახორციელოს.

იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.