"მე ვირჩევ"
30.09.2011
ხვალ, 2 ოქტომბერს, თელაველები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ. თელავში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მაჟორიტარი დეპუტატის - გია არსენიშვილის გარდაცვალების გამო დაინიშნა. არჩევნებში სამი პოლიტიკური პარტია მონაწილეობს - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" და "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს".
ნაციონალური მოძრაობიდან კენჭს ვასილ დავითაშვილი იყრის, რომელიც 2009 წლიდან თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. ქრისტიან-დემოკრატებიდან არჩევნებში ბედს პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ლაშხი ცდის, ხოლო "მრეწველებიდან" საარჩევნო მარათონში თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვასილ არაბული მონაწილეობს.
თელავის არჩევნებს ექვსი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია დააკვირდება - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, "სამართლიანი არჩევნები", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა", "სახელმწიფოს ტერიტორიული-ადმინისტრაციული მოწყობის სტრატეგიული კვლევითი ცენტრი" და "საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი".
თელავის შუალედურ არჩევნებს, აგრეთვე, დააკვირდებიან საერთაშორისო ორგანიზაციები: "საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES)", საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), აშშ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ლიტვის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია, ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია და მოლდოვის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია.